ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Fly Jordan-მა ბათუმის მიმართულებით რეისები განაახლა
21 აპრილი, 2023

იორდანიულმა ავიაკომპანია Fly Jordan-მა საქართველოს მიმართულებით რეისები განაახლა. როგორც თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Fly Jordan-მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანია ამანიდან ბათუმის მიმართ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით განახორციელებს.

ხოლო რაც შეეხება ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Fly Jordan-ი ფრენებს 6 ივნისიდან, ასევე კვირაში 1 სიხშირით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ამანიდან ბათუმი და თბილისის მიმართულებით Fly Jordan-ი მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.