ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს
16 ნოემბერი, 2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის Forbes USA ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას Artisanal Heritage of Georgia ამზადებს.

ტურის ფარგლებში Forbes-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა. Forbes-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.