ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფრანკფურტის აეროპორტი პირველია ევროპაში, რომელმაც ორივე ტერმინალში სახის ბიომეტრიული ამოცნობის სისტემა დანერგა
21 ნოემბერი, 2023
ფრანკფურტის აეროპორტმა ორივე ტერმინალში ბიომეტრიული სისტემები დაამონტაჟა და სახის ამოცნობის ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია აეროპორტის ყველა ავიაკომპანიის მგზავრისთვის. ამრიგად, აქ მოგზაურებს შეეძლებათ შეასრულონ ყველა საჭირო ფრენისწინა პროცედურა – რეგისტრაციიდან ჩასხდომამდე – უბრალოდ მათი სახის სკანირებით.
 
ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია IT პროვაიდერის SITA-ს და ტექნოლოგიების ინტეგრატორის NEC-ის მიერ, Star Alliance Biometrics-ს, SITA Smart Path პლატფორმის ფარგლებში, ბიომეტრიულ ცენტრებთან დააკავშირებს,
მოგზაურებს ურჩევენ, რომ წინასწარ დარეგისტრირდნენ Star Alliance-ის ბიომეტრიული აპლიკაციის მეშვეობით ან პირდაპირ ეწვიონ რეგისტრაციის დახლებს, რომელიც ბიომეტრიული პროცესების მხარდამჭერები არიან. პროცესს „რამდენიმე წამი“ სჭირდება და მოგზაურებს შეუძლიათ გაიარონ სახის ამოცნობის გამშვები პუნქტები ფიზიკური დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
 
„ჩვენ ვართ პირველი ევროპული აეროპორტი, რომელიც გთავაზობთ უკონტაქტო და მოსახერხებელ მოგზაურობას ბიომეტრიის გამოყენებით“, – თქვა პიერ დომინიკ პრამმა, Fraport-ის ავიაციისა და ინფრასტრუქტურის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენი მიზანი მომავალი თვეებისთვის არის, რომ ყველა სარეგისტრაციო, წინასწარი შემოწმების და ჩასხდომის დახლები მინიმუმ 50%-ით ახალი ტექნოლოგიებით აღვჭურვოთ“.
 
2023 წელს IATA-ს მიერ ჩატარებულმა გლობალურმა მგზავრთა გამოკითხვამ დაადგინა, რომ გაიზარდა ნდობა მოგზაურთა შორის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის მიმართ. ბოლო 12 თვის განმავლობაში მოგზაურთა 46%-მა გამოიყენა ბიომეტრია აეროპორტში. 2022 წელს მათი მაჩვენებელი 34% იყო.
 
გამოკითხვის თანახმად, მოგზაურთა 75% ასევე უპირატესობას ბიომეტრიას ანიჭებს. უფრო მეტიც, გამოკითხული მგზავრების 46%-მა, რომელმაც მოგზაურობის დროს ეს ტექნოლოგია გამოცადა, აღნიშნა რომ კმაყოფილია სერვისის დონით.
 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.