ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაცია იწყება
30 აგვისტო, 2018

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება. პროექტის ფარგლებში დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები.

ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე – პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება: 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე) პროექტის ბენეფიციარი იქნება ააიპ „მთის სათემო ქსელი“, რომელიც ოპერირებს რეგიონებში და პასუხისმგებელი იქნება ქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ვინაიდან „მთის სათემო ქსელი“ დაკომპლექტებულია რეგიონის მოსახლეობისგან, მათ 3 წლის განმავლობაში უფასო ტრეინინგს ჩაუტარებს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია და ISOC Georgia. ამასთან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება მოსახლეობის ელექტრონული კომერციის დარგში ტრენინგების ორგანიზება; ინტერნეტ მომსახურების ინსტალაციისთვის ვაუჩერიზაცია მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციებისთვის და ბოლო მომხმარებელბისთვის.

ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროექტის ამოქმედებით ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

მსგავსი პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.