ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაატარე ხავერდოვანი სექტემებერი Best Western Premier Batumi-ში
13 სექტემბერი, 2018

მცხუნვარე ზაფხულის შემდეგ შემოაბიჯა ოქროსფერმა შემოდგომამ, მათთვის კი ვინც ჯერ კიდევ ვერ მიიღო D ვიტამინის კუთვნილი ულუფა, წინ ხავერდოვანი სექტემბერი ელოდება.

სექტემბერში ზღვისპირა კურორტებზე დასვენება უფრო კომფორტული და სასიამოვნოა, რადგან კურორტი ამ დროს შედარებით იცლება, პლაჟები თავისუფლდება, დამსვენებლები თავიაინთ ქალაქებს უბრუნდებიან, ამ დროს კი ბურთი და მოედანი თქვენს ხელშია!

მათთვის ვისაც ოქროსფერი რუჯი უყვარს და ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოს შავი ზღვის სანაპიროს, რადგან ამ დროს მზე არც ისე მცხუნვარეა, ზღვა სასიამოვნოდ თბილი და სუფთაა, შესაბამისად პლაჟზე წოლაც მეტად სასიამოვნოა ვიდრე ზაფხულის მწველ დღეებში. 

ხავერდოვანი სეზონის გატარება ყველაზე კომფორტულად ბათუმში შეგიძლიათ, ამაში გავლენიანი გამოცემა Forbes-იც გვეთანხმება და ჩვენს ჯადოსნურ კურორტს, ე.წ. „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელ საუკეთესო კურორტებს შორის, მეხუთე ადგილს ანიჭებს.

ამ ოქროსფერი სეზონის გასატარებლად ჩვენ რეკომენდაციას Best Western Premier Batumi-ს ვუწევთ, რადგან აქ ყველაფერია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის ლობი, ლაუნჯი და რესტორანი.  

ასევე იდეალური ადგილია თიმბილდინგების, სემინარებისა და ბიზნეს-შეხვედრების მოსაწყობად, ცენტრში 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია კომპიუტერით, პრინტერით, ფაქსითა თუ ფოტოკოპირების სერვისით სარგელობა.

Best Western Premier Batumi  ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს, რომლის ოფიციალური გახსნაც 21 სექტემბრისთვის იგეგმება.  სასტუმროს შენობის პირველი 13 სართული უჭირავს, დანარჩენ 18 სართულზე კი მაღალი კლასის კერძო აპარტამენტებია განლაგებული. სასტუმროში სხვადასხვა ზომისა (36 კვ.მ-დან 68 კვ.მ–მდე) და კატეგორიის 104 კომფორტული ნომერია.

Best Western Hotels & Resorts-ი სასტუმროების ერთ-ერთი უდიდესი ქსელია მსოფლიოში და უმსხვილესი  სასტუმროების ქსელების ათეულში შედის, საქართველოში კი Best Western Premier Batumi ქსელის რიგით მეშვიდე სასტუმროა, ხოლო აჭარაში მეორე.

სასტუმრო ყველა გემოვნების, ასაკისა და სქესის მოთხოვნებზეა მორგებული, მთავარია თქვენ მოინდომოთ რამე! პროფესიონალი პერსონალი თქვენ კომფორტზე და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მაქსიმალურად იზრუნებს.

აქ ყველა ნომერს დიდი აივანი აქვს, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ ან ზღვის ხედითა და ოქროსფერი მზის ჩასვლით, ან მთის ხედით, საიდანაც თვალწინ გადაგეშლებათ ზაფხულის სიმწვანე, როგორ გადადის შემოდგომის ქარვისფერ ფერში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროს ტერიტორიაზე უამრავი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. მაგალითად თუ გსურთ, რომ დააგემოვნოთ ქართულ-ევროპული კერძების ფართო ასორტიმენტი შეგიძლიათ სასტუმროს მე-13 სართულზე ახვიდეთ, სადაც რესტორანი „ემერალდი“ მდებარეობს. აქ შეფ-მზარეული თქვენი გემოვნების გათვალისწინებით მოგიმზადებთ ისეთ კერძებს, როგორსაც სხვაგან ვეღარ შეხვდებით.

თუ მხოლოდ რესტორანმა არ დაგაკმაყოფილათ და გინდათ გაერთოთ, მაშინ ლაუნჯში უნდა გადაინაცვლოთ და აყვეთ გემოვნებიანი მუსიკის რიტმს.

შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში იაროთ სართულიდან სართულზე, მიიღოთ უამრავი სერვისი და ბოლოს საკუთარ ნომერში დაბრუნდეთ, ნასიამოვნები და ცოტა დაღლილიც.

ნომერში დაბრუნებულს მინი ბარში უგემრიელესი გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის აღმოჩენაც შეგიძლიათ, რაც საბოლოოდ დაგარწმუნებთ, რომ აქ ყველა, თუნდათ უმნიშვნელო, დეტალის მეშვეობით იკვრება ჯაჭვი, რომელიც  გაფიქრებინებთ, რომ  ნამდვილად სასურველი სტუმარი ხართ, ზრუნავენ და მაქსიმალურს აკეთებენ თქვენი კომფორტისთვის.

სულ მალე ამ ჯაჭვს დახურული საცურაო აუზი, სპა ცენტრი და კაზინო შეუერთდება, რომლის მოწყობაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ალბათ ძალიან დიდხანს შევძლებთ კიდევ მოგიყვეთ, რა არაჩვეულებრივი გარემო და მომსახურებაა Best Western Premier Batumi-ში, თუმცა რაღაცებს სურპრიზად დაგიტოვებთ, აუცილებლად თავად ესტუმრეთ და აღმოაჩინეთ ბათუმის ახალი სიცოცხლე, ხავერდოვან სეზონზე და დარჩით სასიამოვნოდ გაოცებული!

თუმცა, თუ თქვენ ამ სეზონზე ვერ ახერხებთ ესტუმროთ Best Western Premier Batumi-ს, გული არ გაიტეხოთ, რადგან სულ მალე სასტუმროს მფლობელი კომპანია Mega Palace,  Best Western Hotels & Resorts-თან და საქართველოში მათ წარმომადგენელთან, Capitol HPS-თან თანამშრომლობით კიდევ ორი ახალი სასტუმროს მშენებლობას მწვანე კონცხსა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე გეგმავს, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ეწვიოთ ქსელის სასტუმროებს თბილისში (Best Western Tbilisi Art Hotel და Best Western Tbilisi City Centre), ქუთაისში (Best Western Kutaisi), ბაკურიანში (Best Western Plus Bakuriani), ბათუმსა( Best Western Plus Batumi) და საირმეში (Best Western Sairme Resort).

ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერი სეზონის გატარება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხილესი ქსელის Best Western Hotels & Resorts-ის სასტუმროში და შეიგრძნოთ ნამდვილი ფუფუნება, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.