ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გააზიარე საკუთრება და დაისვენე მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე - „ალიანს ჯგუფისა“ და RCI-ს შეთავაზება
07 ივნისი, 2018

ზაფხული მოვიდა და მსოფლიოს საუკეთესო კურორტზე დასვენებაზე ფიქრობთ? უძრავი ქონების შეძენაც გინდათ და ორივეს ერთად ფინანსები ვერ წვდება? სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფს“ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება აქვს.

კომპანიის მრავალფუნქციურ პროექტებში ბათუმის „ალიანს პალასსა" და „ალიანს ფრივილიჯში", ასევე თბილისის „ალიანს ჰაილაინში“ აპარტამენტების შეძენის შემთხვევაში ავტომატურად „ალიანს ფრივილიჯ ბარათის“ მფლობელი ხდებით. ბარათი მსოფლიოში აპარტამენტების გაცვლითი სისტემის ლიდერ კომპანია RCI-ში გაწევრიანების შესაძლებლობას გაძლევთ.

დასვენების გაზიარების უმსხვილესი კომპანია RCI აერთიანებს 120 ქვეყნის 4000-ზე მეტ საუკეთესო კურორტს. “ალიანს ჯგუფის” სამივე პროექტი - „ალიანს ჰაილაინი“, „ალიანს პალასი“ და „ალიანს ფრივილიჯი“ კი RCI-ს “ოქროს გვირგვინის” სტატუსს ატარებს, რაც დამატებით 200 ელიტურ კურორტთან წვდომას ნიშნავს.

ოცნებაც მარტივად გისრულდებათ. იყიდით აპარტამანეტს საქართველოში და თუ კონკრეტულ პერიოდში არ გსურთ თქვენი აპარტამენტის გაქირავება, ამ დროის სანაცვლოდ შეგიძლიათ დაისვენოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, RCI-ს მიერ შემოთავაზებულ საუკეთესო ტურისტულ რეგიონებში.

„ალიანს ფრივილიჯ ბარათის" გამოყენება შეუძლიათ „ალიანს ჰაილაინის“ აპარტამენტების მფლობელებსაც, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა.

“ალიანს ჯგუფმა“ მსოფლიოში დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმულა ე.წ. „გაზიარებული საკუთრება“ დამკვიდრება საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. კომპანიამ აპარტამენტების გაცვლით სისტემაში მსოფლიოს ლიდერ კომპანია RCI-სთან ინოვაციური და უპრეცედენტო ხელშეკრულება გააფორმა.

შესაბამისად, ქვეყანაში დაიწყო ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით სრულიად შეცვლის ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას. ხელშეკრულება „ალიანს ჯგუფში“ შემავალი კომპლექსების აპარტამენტთა მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ „ალიანს ფრივილიჯ კლუბის“ წევრები და მსოფლიოს პრემიუმ კლასის კურორტებისკენ გზა ხსნილი აქვთ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.