ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს
02 დეკემბერი, 2021

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლოლიკაშვილმა მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო სწრაფად.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ხელახლა დამტკიცების შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილმა მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის ტურიზმი და რეგიონული განვითარება დაასახელა.

ესპანეთის დედაქალაქი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეას მასპინძლობს. კორონავირუსის გამო ასამბლეა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა. ხვალ საბერძნეთში თვეების წინ მიღებული გადაწყვეტილება შევა ძალაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ორგანიზაციის წევრის სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე კი, ასამბლეის დღის წესრიგის მთავარი თემა ტურიზმის სექტორში გაჩენილი სირთულეების და გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევაა.

ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა ტურიზმის მიმართ და პანდემიის გამო სამოგზაურო შეზღუდვების ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში მიღება ასამბლეაზე გამომსვლელთა ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.