ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაიაფებული "ბორჯომი ლიკანით" ისევ არავინ დაინტერესდა
03 აგვისტო, 2021

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანით" გაიაფების მიუხედავად კვლავინდებურად არავინ დაინტერესებულა, - სწორედ ამ მიზეზით საპარტნიორო ფონდის გამოცხადებული, რიგით მესამე აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.

სასტუმრო ინვესტორებისთვის ამჯერად 24.042 მლნ დოლარად იყო შეთავაზებული, პირველ შეთავაზებასთან (37.565 მლნ დოლარი) შედარებით 13.52 მლნ დოლარით ნაკლები.

„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018 წლიდან ფლობს, აუქციონი დღეს რიგით მესამე იყო; 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონებიც ასევე ინტერესის არ არსებობის გამო ჩაიშალა.

რა ბედი ელის "ბორჯომი ლიკანს" ამ ეტაპზე უცნობია. როგორც "ბიზნესპარტნიორს" საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, საკითხზე მსჯელობა გაიმართება და გადაწყვეტილებაც ამის შემდეფ იქნება მიღებული.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტების განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.