“განადგურებული ინფრასტრუქტურა და ჩავარდნილი სეზონი – ოკუპირებული აფხაზეთი ტურისტების გარეშე”
განადგურებული ინფრასტრუქტურა და ჩავარდნილი საზაფხულო სეზონი – საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში კრიტიკული მდგომარეობაა – როგორც bmg-ის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქემ განუცხადა, გაგრის პლაჟი, ისევე როგორც საზღვაო ქალაქების სხვა პლაჟების უმეტესობა, სრულიად მოუვლელი, დანაგვიანებული და ფაქტობრივად, განადგურებულია.
სულ რაღაც 1 თვის წინ კი, დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე აანონსებდა, რომ აგვისტოში გაგრაში უამრავ ტურისტს ელოდებოდნენ და სასტუმროები და სახლები სრულიად დაჯავშნილი იყო.
ასევე აფხაზეთის ე.წ ტურიზმის უწყება 10 ივნისის მონაცემებით, იუწყებოდა, რომ მხოლოდ გაგრაში 10 ათასმა ადამიანმა დაისვენა, რაც ორჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით – თუმცა გაგრაში ტურისტები და თან 10 ათასი სავარაუდოდ, არავის უნახავს.
“რადგან ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ წლევანდელ სეზონზეც, ისევე როგორც გასულ წლებში რეგიონის საზღვაო ინფრასტრუქტურისთვის ფინანსები ვერ მოიძია, შესაბამისად რეგიონში, რუსი დამსვენებლები, რომლებიც არც აქამდე გამოირჩეოდნენ სიმრავლით, ამჯერად საერთოდ შემცირებულია. რუსეთის მწირ ფინანსებზე დამოკიდებული ხაჯიბმა რეგიონში დარჩენილებისთვის და მათი კომფორტისთვის თანხებს ვერ იმეტებს”, – განუცხადა bmg-ის ადგილობრივმა.
bm.ge