ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
განავითარე შენი კარიერა Wizz Air-თან ერთად – ქუთაისში ქართველი პილოტებისთვის ღია კარის დღე იმართება
05 თებერვალი, 2024

არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ICAO ლიცენზიის მქონე პილოტებისთვის! Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, გიწვევთ ღია კარის დღეზე ქუთაისში, 14 და 15 თებერვალს. ეს თქვენი შანსია, გაიგოთ მეტი საინტერესო კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც Wizz Air გთავაზობთ. ავიაკომპანიის მიზანია,  მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს მფრინავებს EASA ლიცენზიის მიღებაში. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მყოფი ლიცენზირებული პილოტებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

Wizz Air სთავაზობს მხარდაჭერას ICAO ლიცენზირებულ პილოტებს, რომლებიც ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას EASA ლიცენზიის მოპოვებით. ეს სიახლე ხსნის კარებს ევროპის საავიაციო სექტორში არსებული შესაძლებლობების სამყაროსკენ. წლების განმავლობაში, კვალიფიცირების რთული პროცესის მართვა, მათ შორის 13 ATPL თეორიული გამოცდის ჩაბარება, რთული ამოცანა იყო ICAO ლიცენზიის მქონე პილოტებისთვის. Wizz Air ქართველ პილოტებს ეხმარება მიზნის მარტივად მიღწევაში და აძლევს მათ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ავიაკომპანიის დიდ და მეგობრულ გუნდს.

პილოტების ღია კარის დღის ფარგლებში, Wizz Air-ის მიზანია, დაუკავშირდეს პილოტებს, რომლებიც აქტიურად გადიან ლიცენზირების პროცესს. ავიაკომპანიას სურს შეიტყოს მეტი პილოტების გამოწვევებისა და მოლოდინების შესახებ და მხარი დაუჭიროს მათ მნიშვნელოვანი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში. Wizz Air აფასებს პილოტების წვლილსა და გამოცდილებას საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებაში, სწორედ ამიტომ, ავიაკომპანია გთავაზობთ ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას. ახლად დანერგილი One Door აპლიკაციის მეშვეობით განაცხადის გაგზავნის პროცესი ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და ეფექტურია. ამ ინოვაციური პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 2024 წლის 14 და 15 თებერვალი

მდებარეობა: სასტუმრო Kutaisi Inn, ქუთაისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 2

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.