ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტული ბაზრის ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება – მოლოდინები და პერსპექტივები
09 იანვარი, 2018

სულ ცოტა ხნის წინ, UNWTO-მ გამოაქვეყნა გრძელვადიანი პროგნოზი სახელად „ტურიზმი: პერსპექტივა 2030“. ამ გამოკვლევის თანახმად, 2030 წლისთვის ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მიაღწევს 1.8 მილიარდს. 2010-2030 წლებში კი  საერთაშორისო ტურიზმის ზრდა ზომიერი ტემპით გაგრძელდება – წელიწადში საშუალოდ 3.3.%.  ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტურისტულ ბაზარს ყოველ წელს საშუალოდ 43 მილიონი საერთაშორისო ტურისტი დაემატება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ  საქართველოს საზღვარს ყოველდღე გადაკვეთავს 5 მილიონი ადამიანი. 2017 წლისთვის მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები (რომელთა შორის საქართველოცაა) მიიღებენ მეტ საერთაშორისო ტურისტებს, ვიდრე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები (ევროპა და აშშ), ხოლო 2030 წლისათვის მათი წილი, სავარაუდოდ,  58%-ს მიაღწევს.   

საქართველოში ტურისტული დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება. ამას აღნიშნავს წამყვანი უცხოური მედია, მაგალითად გავლენიანი ამერიკული ჟურნალი Forbes საქართველოში ტურიზმის სტრატეგიას აფასებს როგორც წარმატებულს. სტატიის ავტორი გვახსენებს, რომ 2011 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აღწევდა 2,8 მილიონს, 2016 წელს ჩვენს ქვეყანაში უკვე 6 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა, ხოლო 2017 წლისთვის სტუმრების მოსალოდნელი რაოდენობა 7 მილიონს იქნება.  

Forbes-ის ჟურნალისტის მოსაზრებით, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველა სფეროძი (სასტუმრო, რესტორანები, MICE, ივენთები და ღონისძიებები) ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნის პოზიციების გამყარებას. საქართველოს მთავრობამ 2015 წელს მსოფლიო ბანკთან ერთად შექმნა ახალი ტურისტული სტრატეგია, რომლის მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოდან გადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვა ჩვენს ქვეყანაში.

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მარკეტინგული აქტივობები გამოსწორებულია, გათვლილია და განხორციელებულია,  შიდა სტრუქტურა კი და საკანონმდებლო საკითხები ჯერ კიდევ დახვეწას ითხოვს. დღევანდელი ტურისტული სექტორის ისეთი მტკივნეული საკითხებია: კანონი ტურიზმის შესახებ, ლიცენზირებული ტურისტული კომპანიებისა და ტუროპერატორების არარსებობა, ქვეყანაში არასერტიფიცირებული გიდების მუშაობა, სასტუმროებისთვის ვარსკლავების მინიჭების გაურკვეველი სისტემა, იურიდიული პირების გაუმართლებელად ადვილად გაფორმების შესაძლებლობა და უამრავი უცხოელის (არა მოქალაქე) არალეგალური საქმიანობა ტურისტულ სექტორში.

სტატისტიკა, რომელიც ეხება ამ სექტორში რეალურად მომუშავე და არა მხოლოდ  რეესტრში რეგისტრირებულები კომპანიების რაოდენობას, არ არსებობს. რთულია ამ კომპანიების რაოდენობის დადგენა თუნდაც იმ ასოციაციების მეშვეობითაც, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის დარგში, რადგან ასეთი ასოციაციების საქმიანობა  ძირითად მიმართულებებში ემთხვევა  ერთმანეთს და არც ერთ ზემოდ ხსენებულ პრობლემას არ ან ვერ ეხება.   

აუცილებელია, ჩემი აზრით, უკვე არსებული, მოქმედი კომპანიებისთვის დახმარება, მათი საქმიანობის ანალიზი და პროგნოზირება, კერძოდ თუ რომელ სპეციალობაზე ტურისტულ დარგში გაიზრდება მოთვხოვნა.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეგისტრირებულია დაახლოებით 1000 კომპანია, ასოციაციების რამოდენიმე ათეული, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების რამდენიმე კათედრა და დამოუკიდებელი ტრენინგ-ცენტრები. რა ელოდებათ მათ უახლოეს მომავალში? შევეცდებით ვიმსჯელოთ ამ თემაზე თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

რა ელის ტურისტს საქართველოში ტურის შეძენის შემდეგ?

თავდაპირველად ტურისტი მიმართავს თავისი ქვეყნის ტუროპერატორს ტურის შესაძენად. ტუროპერატორი სთავაზობს მას ქართული პარტნიორისაგან შეძენილ ტურს. ტურის ღირებულებას ემატება ავიაბილეთების და სასტუმროს ხარჯი.  დეტალების გარკვევის მერე ტურისტი მიემგზავრება არჩეულ ქვეყანაში.

ვინ ემსახურება ტურისტს საქართველოს მხრიდან? მსხვილი ტუროპერატორი, რომელთაც უამრავი უცხოური პარტნიორი კომპანიები ჰყავს და მათ ტურების ფართო სპექტრი გააჩნიათ. ანალოგიური ტურის ჩატარება შეუძლია საშუალო ზომის ტურომპანიასაც, რომელსაც გააჩნია საკუთარი ტრანსპორტი და ჰყავს კვალიფიციური გიდები და რომელთაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სასტუმროებთან. ასეთი კომპანიების მიერ კლიენტის მომსახურება ხორციელდება განსაკუთრებულ სტილში, რომელიც ტურისტის ქვეყანაში ხელმეორედ ჩასვლას განაპირობებს. ამას გარდა იგივე ტურის ჩატარება შეუძლია  კერზო პირს, მაგალითად, აქტიურ გიდს, რომელსაც უკვე ჰყავს გარკვეული გამოცდილება, კარგი გამოხმაურებები (რევიუები) და რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ტრანსპორტი, მაგრამ მან შეუძლია მიმართოს სატრანსპორტო კომპანიებს და დაიქირავოს სასურველი ტრანსპორტი საჭირო დროით. ასეთი გიდების მუშაობის პრინციპი სტუმართმოყვარეობაზეა აგებული რაც უცხოელებში დიდ მოწონებას იწვევს. მაშინ რა განსხვავებაა კომპანიებს შორის? მხოლოდ კომპანიების ბრუნვის მოცულობები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტურისტების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში პირადად გეგმავს მოგზაურობასა და ტურებს. ასეთი ტურისტები წინასწარ ეცნობიან მარშრუტებს, რჩევას ითხოვენ მეგობრებისაგან, ნაცნობებისაგან, შედიან ფორუმეზე და საიტებზე, სოციალურ ქსელებში სვავენ კითხვებს და არკვევენ დეტალებს. ისინი არკვევენ ფასებს საწვავზე, კვებაზე, ამინდზე, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებზე დამოუკიდებლად ჯავშნიან ბინებს და სასტუმროებს  და პირადათ იძენენ შედარებით იაფ ავიაბილეთებს. ჯამში ასეთი სტრატეგია მათ ბიუჯეტს უზოგავს. წლიდან წლამდე ტურისტების ეს კატეგორია იზრდება… და ეს არა მარტო საქართველოს ეხება, ეს საერთაშორისო მოვლენაა.

როგორ დაგეგმავენ ტურისტები თავის მოგზაურობებს უახლოვეს მომავალში?

„ციფრული ტექნოლოგიების ყოფაცხოვრების ყველა სფეროში შემოღწევასთან ერთად აქტიურად იცვლება მოგზაურობების ინდუსტრია და ჩვენ ვცდილობთ პირველთა რიგებში შევიხედოთ მომავალში“, – აცხადებს ილარიონ კოპალეიშვილი, Skyscanner-ის მარკეტინგის მენეჯერი, – ახალი ტექნოლოგიები  საშუალებას იძლევიან დასვენება  გახდეს ნამდვილად პერსონალიზირებული და ამისათვის საჭირო არ იქნება რაიმე ძალისხმევა!“ „ტექნოლოგიები გვიადვილებენ ცხოვრებას, და მომავალში ჩვენ გველოდება მრავალი საინტერესო შესაძლებლობა, რომელიც შეცვლის მოგზაურობების ლოგისტიკას და მოგზაურობებისგან ახალი გამოცდილებების მიღების საშუალებებს“.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოგზაურობების დაგეგმვისა და დაჯავშნის ზოგი მეთოდები ფანტასტიკად გვეჩვენება, არსებული ტექნოლოგიები და გაჯეტები უკვე ხმარებაში არიან პროტოტიპების სახით  ან აქტიური შემუშავების პროცესში. კერძოდ, ციფრული დამხმარეების როლი, რომელთა ხელოვნური ინტელექტი საშუალებას მისცემს მოგზაურს აირჩიოს მიმართულება თავისი მოგზაურობისთვის და მომენტალურად დაჯავშნოს იგი. ადამიანის მუდმივი თანამგზავრები იქნებიან პატარა მოწყობილობები ე.წ. “თან სატარებელი” ტექნოლოგიების (wearable technologies), რომლის ნათელი მაგალითია Google Glass-ის სათვალეები. მომავალში ასეთი მოწყობილობები შემცირებული იქნება კონტაქტური ლინზების ზომამდე და მათ შეეძლებათ მომენტალურად განახორციელონ თარგმანი მსოფლიოს ყველა ენიდან და ამით სრულად მოიხსნება ენობრივი ბარიერი.

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები მოგზაურებს საშუალებას მისცემს  მომავალში სცადონ ნებისმიერი მარშრუტი მის შეძენამდე. სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნება დედამიწის ნებისმიერი ადგილის ნახვა, უცხო ენაზე ინფორმაციის მოსმენა და შეგრძნება (ასეთი პროტოტიპი აქვს ერთ-ერთ ქართულ სტარტაპს – VRex-ს).

დავა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ტურკომპანიების / ტუროპერატორების როლი, მიმდინარეობს მუდმივად. ერთი მხარის მოსაზრებით, „ტურისტული სააგენტოების საუკუნე დასასრულს უახლოვდება“. ეს ძალზედ უხეში განცხადება ტურისტული დარგის პერსპექტივების შესახებ სოციალურ ქსელში გააკეთა როსტურიზმთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან იწინასწარმეტყველა ტურისტული სააგენტოების ბიზნესის სწრაფი დასასრული და დაამატა: „ეს არ არის არც ცუდი და არც კარგი. ეს არის ფაქტი“ .

ვაღიარებ: საქართველოს თანამედროვე ბაზარზე ტრადიციული ფორმის ტურკომპანია უსარგებლო ელემენტი გახდება. თუ ადრე ტურისტი ინფორმაციას კურორტებისა და სასტუმროების შესახებ ტურისტული კომპანიისაგან იღებდა, გადიოდა კონსულტაციას დასვენების სხვადასხვა ვარიანტების თაობაზე, ახლა ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში. აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანი იყენებს ინტერნეტს. ინტერნეტის მომხმარებელი ყრუ სოფლებშიც გხვდება.

ტურისტულ ბაზარზე არის სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც მომავალი ტურ-სააგენტოებს გააჩნიათ ონლაინ-ტექნოლოგიების განვითარებისა და მსხვილი მოთამაშეების დომინირების მიუხედავად თავისუფალი საქმიანობა და განვითარება. მაიამიში დამთავრდა კვლევითი კომპანია Phocuswright-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ითვლება უმსხვილეს საერთაშორისო მოვლენად ონლაინ-თრეველ-ინდუსტრიის სპეციალისტებისთვის. Phocuswright  (http://www.phocuswright.com/ ) - უმსხვილესი კვლევითი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ონლაინ-თრეველზე. კონფერენციამ, რომელიც მათ უკვე 25-ჯერ ჩატარარეს, გააერთიანა 1600 მონაწილე 40 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ უმსხვილესი ტურისტული ბრენდების წარმომადგენლები, მაგალითად Priceline, Expedia, Amadeus. მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები Google Inc. და Facebook, რომლებიც სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ ამ დარგში.

როგორ მიმდინარეობდა ექსპერტების გამოსვლები, რა იყო დასამახსოვრებელი?

მონაწილეები გამოდიოდნენ პანელ-დისკუსიებზე და ინტერვიუებში, პარალელურ რეჟიმში Phocuswright-ის ანალიტიკოსები შეკითხვებს უსვამდნენ ექსპერტებს. ისეთი საჯარო კომპანიების, როგორიცაა Priceline (Booking.com-ის მესაკუთრე კომპანია), Expedia, TripАdvisor, Google, Facebook, Amadeus  თანამშრომლების პასუხებში ისმოდა, რომ ონლაინ-თრეველის ბაზარს ელოდება დიდი პერსპექტივები, რადგანაც აშშ-ში ონლაინ-თრეველის ბაზარი შეიძლება უკვე ჩაითვალოს მომწიფებულად. ზრდა  სხვა რეგიონებშიც მოსალოდნელია. კერძოდ, დიდი მოლოდინი დაკავშირებულია ჩინეთთან.

და რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს? რისთვის უნდა ვიყოთ მზად? ტურ-ბიზნესი აგრძელებს თავის მოძრაობას ონლაინში?

ცალკე საქართველოს შესახებ და ჩვენს აღმოსავლეთ მსხვილი ქვეყნების შესახებ საუბარი არ იყო, რადგან მსოფლიო მაშტაბით ჩვენი ბაზარი არც თუ ისე მნიშვნელოვანია. დიახ, გლობალურად, ყველა საუბრობს ონლაინის ზრდის შესახებ, თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, ოფლაინ  სააგენტოების სრული გამოდევნა არ მიმდინარეობს. მაგალითად, კორპორატიულ სეგმენტში მოგზაურობების ორგანიზება ისევ რჩება ტრადიციული ფორმატის კომპანიების პრეროგატივაში. თუმცა ისინიც, იყენებენ ონლაინ-ინსტრუმენტებს.

რაც შეეხება leisure travel-ის სეგმენტს, ოფლაინ  სააგენტოების სრული ჩანაცვლება ონლაინ სააგენტოების მიერ აქაც შეუძლებელია, მითუმეტეს ჩვენთან. აქ ოფლაინ სააგენტოები უფრო დიდხანს ითამაშებენ მთავარ როლს. მე ვერ ვხედავ პანიკის მიზეზს, მაგრამ არც მოდუნებაა შეიძლება, აუცილებელია ტრენდების გათვალისწინება. უმჯობესია რეალობის მიღება. „დავიწყოთ ბიზნესის ახალი ფორმატების მოძიება – შევქმნათ კლიენტისთვის დამატებითი ფასეულობა. ვინც შეძლებს ამის გაკეთებას, ის დარჩება ბიზნესში და მიიღებს მოგებასაც“ – ამბობენ სპეციალიატები.

მომხმარებელი მზად იქნება გადაიხადოს მეტი პერსონალიზირებული სერვისის მისაღებად, რასაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარება. ამასზე საუბრობდა Google-ის ვიცე-პრეზიდენტი ოლივერ ჰეკმანი, რომელიც კურირებს travel & shopping-ის მიმართულებას. მისი პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის დონე ინტერნეტ-სერვისებში დროთა განმავლობაში მიუახლოვდება კარგი ტურაგენტის ცოდნის დონეს.

სტარტაპების კონკურსის მიმდინარეობისას ინდურმა კომპანიამ Ixigo-მ უკვე წარმოადგინა ტურიზმში ასეთი ტექნოლოგიის გამოყენების პროტოტიპი. ეს არის ვირტუალური ასისტენტი სახელად Tara, რომელიც ეხმარება ტურისტს მისი წინა გამოცდილების საფუძველზე დაგეგმოს მომავალი მოგზაურობა. მასთან ურთიერთობა შეიძლება ხმით, Apple-ის Siri-ის ან Yandex-Alisa-ს მსგავსად.

სხვათა შორის,  ეს იყო, ალბათ, მოგზაურობების ერთადერთი დამგეგმავი, რომელიც კონფერენციის ფარგლებში დაშვებული იყო კონკურსში. ამ სფეროში სხვა პროექტები იქ არ ყოფილა განხილული იმიტომ, რომ ინტერნეტში მოგზაურობების დაგეგმვასთან დაკავშირებული მომსახურებების ნიშა აშკარად გადავსებულია. ამიტომაც ჩვენმა ქართულმა სტარტაპებმა უნდა იფიქრონ მომავალზე, კერძოდ რამდენად აუცილებელია საკუთარი და სხვისი დროის ხარჯვა ამ თემაზე.

ხმოვანი რობოტი – ტურაგენტები დამხმარებლები – ეს, რა თქმა უნდა, არის შორი მომავლი.  უახლოვეს მომავალში ინოვაციების ფოკუსი გადაინაცვლებს B2B-ის სფეროში, სადაც ტექნოლოგიები წყვეტენ ბიზნესის კონკრეტულ პრობლემებს. მაგალითად, კომპანია Conichi-მ წარმოადგინა გადაწყვეტილება, რომელიც ახდენს სასტუმროებში ჩექინების და ჩექაუთის ავტომატიზირების პროცესს.  ყველა საჭირო პროცედურას მობილური აპლიკაცია ასრულებს, ის  ასევე დაჯავშნილი ნომრის გასაღები ხდება. კომპანია Redeam-მა წარმოადგინა პროექტი, რომელიც ამარტივებს ექსკურსიების და სხვა სახმელეთო მომსახურების მიმწოდებლების ურთიერთობას ტურისტებთან: მოხმარებელს აღარ მოუწევს ქაღალდის ვაუჩერების ამობეჭდვა. ეს პრინციპი უკვე გამოიყენება ავიაგადაზიდვების სფეროში, სადაც ავიაბილეთი მობილური აპლიკაციაა.

დავუბრუნდეთ საქართველოს: რას უნდა ველოდოთ და რა რეკომენდაციის მიცემა შეგვიძლია?

მსხვილ და საშუალო ზომის ტურისტული კომპანიები: მათ სექტორში მეტი სპეციალიზაციაა წარმოდგენილი (MICE, Camping, საბავშვო ტურები, სპორტულ-ახალგაზრდული, სათავგადასავლო, ტურები ნაკრძალების ტერიტორიებში სხვა საექსკურსიო პროგრამებთან ერთად). მათ ვურჩევ ახალ ტექნოლოგიებს გაყვნენ სხვა ქვეყნებს რომ არ ჩამოვრჩეთ.

მცირე კომპანიებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ძალზედ მაღალ სპეციფიკურ სექტორზე, უნდა ეცადონ შეგვთავაზონ უნიკალური საავტორო ტურები. მცირე კომპანიებს ორიენტაცია  VIP -მომსახურებაზე და კრეატულ ტურებზე  უნდა გადაიტანონ.

გიდები: გიდების რაოდენობა გაიზრდება, გაჩნდება მათი სერტიფიცირების აუცილებლობა, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობა. გიდებმა უნდა ისწავლონ თავიანი ტურების დადება აგრეგატორებზე (მაგალითად, Tripster-ზე).

სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას მოიპოვებს მოვლენათა ტურიზმი (ქვეყნის სტუმრობა დღესასწაულზე, ფესტივალზე, შეჯიბრებებში მონაწილეობა და ა.შ.). სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ფესტივალების, საქალაქო ღონისძიებების და სხვა ისტორიული დღესასწაულების უფრო მკაფიო სტრატეგიული დაგეგმვა.

ამგვარად, ტურისტულ სექტორში მომუშავე ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ ტენდეციები, გაეცნონ მიმოხილვებს და ერთი ნაბაჯით წინ იყვნენ იმისთვის, რომ დარჩნენ ამ სფეროში და წარმატებით მართონ კომპანიები, მიიზიდონ მეტი ტურისტი საქართველოში.

ავტორი: ნანა ტაბიძე

MARKETER.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.