ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ჯორჯია პალასს“ ახალი იტალიელი შეფ-მზარეული ჰყავს – ინტერვიუ ადრიანო კოლონასთან
16 მაისი, 2019

უკვე გაზაფხულის ბოლო კვირებს ვითვლით, შესაბამისად აქტუალური გახდა კითხვა „სად და როგორ დავისვენოთ?“. ამ კითხვაზე ყველაზე კარგი პასუხი „ჯორჯია პალასია“, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ გაერთოთ, დაისვენოთ, განიტვირთოთ და აივსოთ ახალი ენერგიებით.

საზაფხულო ციებ-ცხელება „ჯორჯია პალასშიც“ დაიწყო, როგორც წესი სასტუმრო მუდმივად განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირებულია, რათა უკვე ნაცნობ სტუმრებს გასაოცარი სიურპრიზები დაახვედროს, ხოლო ვინც პირველად სტუმრობს „ჯორჯია პალასს“ მათი გული მოიგოს.

სწორედ ამის ნიშანია ის რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სტუმრებს შავიზღვისპირეთში, ქობულეთში ნამდვილი იტალიური გემოს აღმოჩენა შეეძლებათ.

ჯანსაღი, ნატურალური ბიო პროდუქტები, ქართული სტუმართმასპინძლობიდან გამომდინარე „ჯორჯია პალასის“ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი ყველაფერთან ერთად სასტუმროს იტალიელი შეფ-მზარეული ადრიანო კოლონა ჰყავს.

ადრიანო კოლონა სტუმრებს ტრადიციულ იტალიურ კერძებთან ერთად, ევროპულსა და ქართულის მიქსსაც შესთავაზებს.

სასტუმროში მდებარე რესტორანი „რუფ გარდენი“ ივნისის თვეში საზეიმოდ გაიხსნება, სწორედ იქ შეეძლებათ სტუმრებს დააგემოვნონ იტალიელი შეფის კერძები. რესტორნის გარემო, ისევე როგორც მთლიანად სასტუმრო გემოვნებიანი იქნება, სადაც მელოდიებიც კი კერძების შესაფერისი იქნება.

რატომ დაინტერესდა იტალიელი წარმატებული შეფი საქართველოში მუშაობით, რას ფიქრობს ქართულ სამზარეულოზე და რას შესთავაზებს რესტორნის სტუმრებს განსაკუთრებულს – ამ და სხვა კითხვებზე „თრეველ ინ ჯორჯია“ თავად შეფს ადრიანო კოლონას ესაუბრა.

–პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება კულინარიისადმი და როგორ მოხვდით საერთოდ ამ ინდუსტრიაში?

ყველაფერი დაიწყო, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მაშინ ბებია და დედა კვირაობით ოჯახისთვის უგემრიელეს კერძებს ამზადებდნენ. მე ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი და ყოველთვს ვაკვირდებოდი მათ, სწორედ მაშინ ვიგრძენი ინტერესი კულინარიისადმი და სწორედ ეს პერიოდი გახდა გარდამტეხი ჩემი შემდგომი ცხოვრების განსაზღვრაში.

შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან დაიწყო ჩემი დაინტერესება კულინარიით და მოღვაწეობა ამ ინდუსტრიაშიც ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე. ზოგადად, იტალიელებს გვჩვევია, რომ ყველაფერს მონდომებითა და ვნებით ვაკეთებთ, მეც სწორედ ასე ვარ. მე ვარ იტალიელი შეფ-მზარეული სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების მცოდნე და გამოცდილი.

-როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს პროფესიაში ყველაზე რთული ან ყველაზე მარტივი ნაწილი?

მე ჩემი პროფესია მიყვარს და როცა რამე გიყვარს მას აკეთებ ბედნიერად და მონდომებით, შესაბამისად ჩემს პროფესიაში ჩემთვის ყველაფერი „მარტივი/კარგი ნაწილია“.

-როგორც უკვე აღნიშნეთ, იცით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო, თუმცა მაინც უნდა გკითხოთ, მაინც რა გახდა საქართველოში ჩმოსვლის მიზეზი?

საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი ბიზნესი იყო, აგრეთვე მოგზაურობა. მინდოდა აღმომეჩინა ეს ულამაზესი ქვეყანა თავისი კულტურით. ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მქონდა სურვილი შემესწავლა ქართული სამზარეულო თავისი მახასიათებლებით.

-ფართოდ ცნობილი იტალიური სამზარეულოდან რითი ეცდებით გააოცოთ სასტუმრო ჯორჯია პალასის სტუმრები?

იტალიური სამზარეულო მართლაც რომ ყველასთვის ცნობილი და საყვარელია. მე საქართველოში ჩამოვედი, რათა ჩემი კულინარიული უნარ-ჩვევებით მომემზადებინა ნამდვილი იტალიური კერძები და „ჯორჯია პალასის“ სტუმრებისთვის შესაძლებლობა მიმეცა ეგრძნოთ ნამდვილი იტალიური გემო, შავი ზღვის სანაპიროზე!

-„ჯორჯია პალასის“ რესტორანი „რუფ გარდენი“ ზაფხულის დასაწყისს ახალი გემოთ და ენერგიებით უნდა შეეგებოს, რას უნდა ელოდონ სტუმრები თქვენგან?

2019 წლის ზაფხულისთვის რესტორანი Roof Garden ახალ კონცეფციას შეიძენს,  ეს იქნება ტრადიციული იტალიური სამზარეულო. რესტორნის სახელი იქნება – Roof Garden “LA TERRAZA”, ღია ტერასით.

-რას ფიქრობთ ქართულ კერძებზე, როგორი თქვენი ხედვა ქართულ გემოსთან დაკავშირებით?

მე ვფიქრობ, რომ ქართული საკვები ძალიან ავთენტურია, მე როგორც სანელებლებისა და არომატებიდ მოყვარული ძალიან დაინტერესებული ვარ, თუ როგორ მზადდება გემრიელი ქართული კერძები.

როგორც უკვე გითხარით, მიყვარს მოგზაურობა და ახალი გემოს შეცნობა, ქართული სამზარეულოს „საიდუმლოებების“ გაცნობა, კი გაამდიდრებს ჩემს კულინარიულ პორტფოლიოს.  

-და ბოლოს, მინდა გკითხოთ როგორია შეფ-მზარეულის ერთი დღე?

მზარეულის ცხოვრება დილით ადრე იწყება, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველა პროდუქტი გამზადებული და შერჩეულია. ხორცი და თევზი, ბოსტნეული და ა.შ.  ყველაფერი ახალი და ნატურალუად სუფთა უნდა იყოს!

სამზარეულოში მუშაობა საკმაოდ აქტიური და მრავლისმომცველია. დაწყებული საუზმიდან ვახშმის ჩათვლით, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. თითოეული სტუმრის სურვილები და შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანია. როგორც მთავარი შეფ-მზარეული ვალდებული ვარ გადავამოწმო თითოეული სტუმრის აზრი, კმაყოფილება თუ პრეზენტაციები. როგორც ლიდერი ვალდებული ვარ ყურადღება ვადევნო თვალი ჩემი თანამშრომლების მუშაობას, რომ ისინი მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ გამართული სერვისისთვის გაცემისთვის. მათ კი თავისხმრივ ყოველდღიურად მიეცეთ შანსი ისწავლონ რაღაც ახალი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.