ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GEORGIAN AIRWAYS ევროპის მიმართულებით ფრენებს 199 ევროდან შეასრულებს
18 იანვარი, 2018
ავიაკომპანია Georgian Airways ავიაპარკს ზრდის. როგორც ავიაკომაპნიის დირექტორმა გივი დავითაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, კოპანია 2018 წელს ორი თვითმფრინავის, ბოინგ 737 -132 - ის (168 ადგილიანი) და ემბრაერ 190 -ის შემოყვანას გეგმავს. ამას ავიაკომპანიაში მგზავრთნაკადის ზრდით ხსნიან და ამბობენ, რომ ავაიაკომპაია 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 48%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რასაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირებენ. 

ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ "ჯორჯიან ეარვეისმა" ავიაპარკი გასულ წელსაც განაახლა და ერთი ბოინგ 737 (132 ადგილიანი) და სამი ემბრაერ 190 (97 ადგილიანი) ლიზინგით შემოიყვანა. 

ავიაკომპანიამ ახალი სეზონიდან პირდაპირი ავიარეისები ევროპის რამდენიმე ქალაქში დაინიშნა, კერძოდ 25 მარტიდან რეგულარული რეისები თბილისიდან ბერლინის, კიოლნის, პარიზის, ბრიუსელის, ათენის, სალონიკის, ბარსელონას, ბრატისლავას, ბოლონიის მიმართულებით, ასევე ყაზახეთში და ხარკოვში განხორციელდება. ავიაკომპანია მგზავრებს ბერლინის მიმართულებით კვირაში სამჯერ მოემსახურება, ხოლო დანარჩენ ქალაქებში კვირაში ორჯერ იფრენს.

ბილეთების გაყიდვა ახალ მიმართულებებზე ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო. როგორც დავითაშვილი აცხადებს, ბილეთები მარტისა და აპრილის თვეებსთვის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება, კერძოდ, ეკონომკლასის ბილეთის ფასი, ორმხრივი მიმართულებით, 199 ევროდან დაიწყება. 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც მგზავრებს ემსახურება, მისი წილი საქართველოს ავიაბაზარზე 11%-ია. 
ავიაკომპანია მოსკოვის, თელავივის, ამსტერდამის, ვენის, პეტერბურგის, პრაღის, ლონდონის და ბათუმის მიმართულებით დაფრინავს, ასევე ასრულებს ჩარტერულ რეისებს ირანში.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.