ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ამზადებთ ზამთრისთვის თქვენს სხეულს და ზრუნავთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე? – გაიგეთ რას გთავაზობთ „ვარძია რიზორტი“
16 ნოემბერი, 2018

შემოდგომა სულ მალე კარს გაიხურავს, წაიღებს თბილ და ფერად ამინდებს, ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიგემვათ ტკბილი ნოემბრის ვიქენდი, არ გინახავთ როგორ გადადის სიმწვანე ყვითელ და წითელ ფერებში, მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ.
შეიძლება ითქვას, რომ ეს თვე მათთვისაა, ვისაც უყვარს სილამაზე და გარეგნობაზე ზრუნვა. გარეგნულ სილამაზეს და ზამთრის სეზონს ჯანსაღი ორგანიზმი და გაკაჟება სჭირდება.

ისტორიულ მესხეთში, ჭაჭკარის ხევში, კლდეში ნაკვეთი ქალაქი „ვარძიის“ მოპირდაპირე მხარეს სასტუმრო კომპლექსი „ვარძია რიზორტი“ მდებარეობს. იგი პირველი მაღალი კლასის სასტუმროა ასპინძისა და ახალქალაქის რაიონში.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა და არქიტექტურა შეხამებული და შერწყმულია მესხეთის ისტორიულ ლანდშაპტთან. აქ ყველაფერი ნამდვილი მესხურია, ეზო-კარი, სტილი, სტუმართმასპინძლობა…

ბუნებრივი ლანდშაპტისა და იდეალური გარემოს გარდა, წელს პირველად, სასტუმროში შესაძლებელი იქნება სტუმრებმა სპა მომსახურება მიიღონ.
მათთვის ვინც იმუნიტეტის გაძლიერებას ცდილობს და კანის გაჯანსაღება სურს სასტუმრო მათ თავშავას ყვავილის, თუთის ფოთლების, პიტნის, მთის გვირილისა და მრავალძარღვას აბაზანებს სთავაზობს.

აქვე თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ზეთის არომატსა და სამკურნალო ეფექტს. ინდური აიუვერდული მასაჟი ცნობილია, როგორც ალტერნატიული მედიცინის ფორმა, რომელიც რეკომენდირებულია იმუნიტეტის ასამაღლებლად, განსაკუთრებით მათთვის ვინც ვერ ახერხებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. აიუვერდა ადუნებს სხეულს, აუმჯობესებს მეხსიარებას, ააქტიურებს ენერგიის მიღებას. სერვისის მიღების დროს თავს ეგზოტიკურ გარემოში იგრძნობთ, მიიღებთ ახალ ენერგიას, მოგიხსნით ემოციურ სტრესს.

სპა ცენტრის სტუმრებს შეუძლიათ სხვადასხვა მასაჟითა და თერაპიით გაიუმჯობესონ სხეულის ფორმები, სისხლის მიმოქცევა, მოიწესრიგონ ნივთიერებათა ცვლა, გაიწმინდონ ორგანიზმი შლაკებისგან… ამისათვის „ვარძია რიზორტი“ სტუმრებს ჯამში 6 სახის მომსახურებას სთავაზობის: კლასიკური სარელაქსაციო, ხელისა და ფეხის რეფლექსური, სახის და აიუვერდულ მასაჟს, აგრეთვე არომათერაპიას და ტანის პილინგს.


ამ სერვისებით სარგებლობის შემდეგ „ვარძია რიზორტის“ სტუმრები თავს ნამდვილად იგრძნობენ გაცილებით ახალგაზრდად, ლამაზად და მხნედ.


მნიშვნელოვანია, რომ სპა ცენტრის პერსონალი პროფესიონალები და საკმაოდ დიდი გამოცდილების სპეციალისტები არიან, სწორედ ამიტომ მათ მიერ გაკეთებული მასაჟი სულიერად და ფიზიკურად დაგამშვიდებთ, მოგანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და მოგამზადებთ დაბალი ტემპერატურებისთვის.

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.