ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მსურველთა თხოვნით მეორდება გიდების გადამზადების ინტენსიური და კომპლექსური კურსი
08 აპრილი, 2017

ამჯერად არ გამოგრჩეთ!

მსურველთა თხოვნით მეორდება გიდების გადამზადების ინტენსიური და კომპლექსური კურსი.

კურსის მანძილზე შეისწავლით არა მხოლოდ კულტურული ტურების გიდის უნარ-ჩვევებსა და ტექნიკას, არამედ გაეცნობით იმ მთავარ თემებს, რომლებზედაც ყველაზე ხშირად სვამენ შეკითხვებს ტურისტები.

კურსი გულისხმობს როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკულ გასვლებს.

სწავლა 5 კვირიანია, სამშაბათი, ხუთშაბათი 18:30 სთ, შაბათი 12:00 სთ.
ორი შაბათ-კვირა დაეთმობა გასვლით სწავლებებს.

ხოლო მათთვის, ვისაც სურს სამთო-სალაშქრო გიდობასაც დაეუფლოს კურსის ბოლოს გამოცდილი მოლაშქრე გიდი ჩაატარებს ერთ დღიანი ტრენინგს და პრაქტიკულ გასვლას ბუნებაში.

ტრენერები:
ლელა გიორგაძე 
გიდი, WFTGA გიდების ეროვნული მწვრთნელი, ისტორიის დოქტორი.

გიორგი ლიპარტელიანი
სერტიფიცირებული სამთო გიდი.

კურსი იწყება 11 აპრილს.

სწავლის საფასური 350 ლარი (+75 ლარი სამთო-სალაშქრო გიდობის ტრენინგისთვის)

კურსზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
თბილისი, პეკინის გამზირი #34 (სკოლა „ლოგოსის“ III სართული) 
ტელ.: 599 512 518
www.step.ge
info@step.ge
Fb/ მზოგავი ტურიზმის განვითარების ცენტრი Sustainable Tourism Development Center

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.