ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გომისმთისა და ბახმაროს გზა განახლდება – 120 მლნ გურიაში გზების რეაბილიტაციისთვის
12 ივლისი, 2019

გურიის რეგიონში გზების რეაბილიტაციისთვის 120,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა აქვს გამოცხადებული.

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სახელმწიფო შესყიდვა მოიცავს გზების რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვას. პროექტი სრულად 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.

მთლიანობაში იგეგმება 239.8 კმ-ის გზის რეაბილიტაცია, რომელშიც შედის შემდეგი მონაკვეთები: საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი- ქობულეთი, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი- გომისმთა, ოზურგეთი-ნატანები – ურეკი, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითი, ნატანები- ჩოლოქის ხიდი, ჩოხატაური -ბახმარო, ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესა, ჩოხატაური – ზომლეთი.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს სრულდება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.