ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
GRAND NOEL BAKURIANI: მსოფლიო ჩეპიონატისთვის სასტუმროს 40% უკვე დაჯავშნილია
13 დეკემბერი, 2022

Grand Noel Bakuriani-ის დაფუძნებელი მანანა მუმლაძე ზამთრის სეზონზე დიდ მოლოდინებს ამყარებს და აცხადებს, რომ ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, 2023 წლის თებერვალში დაიწყება, HoReCa სექტორისთვის საკმაოდ შემოსავლიან იქნება.

როგორც მუმლაძე განმარტავს, ჩემპიონატის ჩატარების პერიოდისთვის (თებერვლის შუა რიცხვებიდან) სასტუმროს 40%-მდე დაჯავშნილია, ეს აქტივობა კი საბოლოო ჯამში კომპანიის შემოსავლებზე საკმაოდ დადებითად აისახება.

მისივე ინფორმაციით, ჯგუფური ჯავშნებია იანვრის პერიოდისთვისაც.

შეგახსენებთ, სასტუმრო Grand Noel Bakuriani-ი 55 ნომრიანია და ის პანდემიის პერიოდოში ამოქმედდა.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.