ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების მზარდი აქტიურობა შეინიშნება
07 აპრილი, 2021

2020 წლის ზამთრის სეზონი მთის კურორტებისთვის ერთი თვეა რაც გაიხსნა და 15 აპრილამდე გაგრძელდება. ადგილობრივ სასტუმროებში დატვირთულობა 50 პროცენტით შეინიშნება, როგორც სასტუმრო "მარკო პოლო“ ში განმარტავენ, კურორტს უჩვეულოდ დიდი რაოდენობით დამსვენებელი ისრაელიდან სტუმრობს, რაც ამ ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატებული პროცესით აიხსნება.

„მარტის თვეში მეტ-ნაკლებად გამართლდა ის მოლოდინი რაც გვქონდა. პირველი კვირა შოკი გვქონდა, რადგან ყველა ამოვიდა გუდაურში, შემდეგ ასე თუ ისე დარეგულირდა. იყვნენ მცირე რაოდენობით ტურისტები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და უკრაინიდან. აპრილში ჯერჯერობით კიდევ არის მოსალოდნელი აქტიურობა რადგან თოვლი არის გუდაურში. მერე უკვე არაფერი საიმედო არ გვაქვს..

ძირითადად ისრაელი აქტიურობს უფრო იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის პროცესი იქ აქტიურად მიმდინარეობს .


ამ შემთხვევაში, ზამთრის სეზონი ვერ შეინახავს დანარჩენ თვეებს , როგორც წინა წლებში და უფრო ცუდი სურათი გვექნება. ადრე ამ პერიოდში მთელი ზაფხული დაჯავშნული იყო ახლა მხოლოდ რამდენიმე ჯავშანია. ევროპელი ტურისტი როგორც იცით, ზაფხულში ნაკლებად მოსალოდნელია,“ _ განმარტავს სასტუმრო მარკო პოლოს წარმომადგენელი გვანცა მირზაშვილი.

აქტიურობა მხოლოდ შაბათ დღეს არის , ისიც 50 პროცენტით . კვირას საღამოს ისევ თავისუფლდება გუდაური. სეზონიმა როგორც მოსალოდნელი იყო ისე ჩაიარა, განსაკუთრებულს არაფერს ველოდით.. თოვლი არის , ტრასები მოვლილია და ინფრასტრუქტურაც, თუმცა დამსვენებლები მოდიან და არა ტურისტები. მხოლოდ კომუნალურ ხარჯებსაც ვერ ფარავს ეს შემოსავალი თუმცა გახსნა ღირდა. დიდი იმედი მაქვს რომ ზაფხულში იქნება აქტიურობა ტურისტებისგან. იყო ზაფხულის სეზონზე წინა წლებში მუშაობა იყო. ახლა ფრენების აღდგენაზეა დამოკიდებული. _ აცხადებენ სასტუმრო გუდაურაში .

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.