ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა
02 ივნისი, 2016

3-5 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-9 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia ’16 გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თბილისი, საქართველო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ქართული ღვინო და ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები.

WinExpo Georgia ’16 ქმნის ყოველმხრივ მომგებიან კლიმატს:

  • ისტორიული აღიარებისა და ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ ღვინის ბაზარზე ქართული ბრენდის  კუმულაციური ინვესტიციების გაცნობისათვის;
  • დასავლური და ტრადიციული ქართული  საუკეთესო ღვინის წარმოების პრაქტიკის შერწყმისთვის;
  • საქართველოში ღვინის აგრეგაციის ფორმირების ხელშეწყობისთვის, დასავლეთის გამოცდილებისა და აპარატურის გამოყენებით;
  • დიდი რაოდენობის მყიდველებისა და ექსპერტების მოსაზიდად დსთ-ს ქვეყნებიდან;

WinExpo Georgia — მოიცავს გამოფენას, კონკურსს და ბიზნეს ფორუმს.

გამოფენა მიმზიდველ ბიზნეს პლატფორმას წარმოადგენს ღვინის გადამამუშავებელი მოწყობილობების, ტექნოლოგიური ხაზების, მევენახეობის ტექნიკის, მინისა და მინის ნაწარმის, შეფუთვის და სხვა ამავე სფეროში მოღვაწე მწარმოებლებისთვის.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.