ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 78 %-ით გაიზარდა
13 თებერვალი, 2024

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით  151,939 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარი 85,338 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის იანვარი - 293 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.