ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვრი-აგვისტოში ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო
19 სექტემბერი, 2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.
აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს, (110,158,684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.
2022 წლის იანვრი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
იანვრი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით.

Person with smart phone makes pictures of beautiful old city from the hill. Toned picture

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.