ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ახალი კუნძული გამოჩნდა
17 ნოემბერი, 2023

ბოლო ვულკანური ამოფრქვევის შემდეგ იაპონიაში ახალი კუნძული გამოჩნდა. 100 მეტრი სიგრძის ხმელეთი ივოტოს მახლობლად, ტოკიოს სამხრეთით 1200 კილომეტრში გამოჩნდა.


კუნძულის გამოჩენა ოფიციალურად დაადასტურა ტოკიოს უნივერსიტეტის მიწისძვრის კვლევის ინსტიტუტმა. ამის შესახებ ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ფუკაში მაენომ განაცხადა.


იაპონიაში საკმაოდ ხშირად ჩნდება ახალი კუნძულები. წინა, მაგალითად, 2021 წელს ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია წყალქვეშა ვულკანების დიდი რაოდენობით, რომლებიც პერიოდულად იფეთქებენ და მიწას ზედაპირზე უბიძგებენ.


მაგრამ კუნძულები ისევე ხშირად ქრებიან, როგორც ჩნდებიან – ისინი უბრალოდ შეუმჩნევლად მიდიან წყლის ქვეშ. ამის კი გამოსწორება შეუძლებელია. ახლა იაპონიას აქვს 14125 კუნძული, რომელთა უმეტესობა დაუსახლებელია.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.