ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იჩქარეთ! არ გაუშვათ შანსი იბრწყინოთ და გახდეთ საუკეთესო ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში!
20 ივლისი, 2018
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტი სასტუმროებს, რესტორნებს, ღვინის მარნებსა და მაღაზიებს, ტურისტულ სააგენტოებს, ტურ ოპერატორებსა და ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებს გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ დაჯილდოების ყოველწლიურ კონკურსში, სადაც დარგის საუკეთესო წარმომადგენლები იბრძვიან იმისათვის, რომ დასახელდნენ საუკეთესოდ!

აირჩიეთ თქვენი საქმიანობის შესაფერისი ნომინაცია და დარეგისტრირდით!
  1. კონცეფტუალური სასტუმრო
  2. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი
  3. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო
  4. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო
  5. THE BEST VALUE - დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო
  6. THE BEST VALUE - სტანდარტული ტიპის სასტუმრო
  7. THE BEST VALUE - პრემიუ სასტუმრო
  8. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში
  9. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი
  10. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი
  11. საუკეთესო ღვინის ტურიზმი
  12. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება 
  13. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი
  14. საუკეთესო MICE ტურიზმი 
  15. საუკეთესო E-ტურიზმი
  16. საუკეთესო შემომყვანი ტურ ოპერატორი
  17. საუკეთესო თემზე დაფუძნებული ტურიზმი
  18. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით
  19. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში
  20. მევქმნი - ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
  • ტურიზმისა და მასპინძლობის განვითარებაში თქვენ მიერ შეტანილი წვლილის აღიარება
  • თქვენი გუნდის წარმატებული საქმიანობის დაფასება
  • თქვენი კომპანიის შესახებ ფართო აუდიტორიის ინფორმირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
  • პროექტის ფარგლებში თქვენი აქტივობების გაშუქება მასმედიასა და სოციალურ მედიის წყაროებში
  • თქვენი მოტივირება სამომავლო განვითარებისათვის

და რაც მთავარია, პროექტი გაძლევთ საკუთარი თავის წარმოჩენისა და საუკეთესოდ აღიარების საშუალებას!

დაჯილდოების პროექტის  შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს, ადევნეთ თვალი ჩვენს სოციალურ ქსელს და იყავით პროექტის სიახლეების საქმის კურსში.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდი გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ გიხილავთ დაჯილდოების ცერემონიაზე.  

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.