ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იყავი საქართველოს სტუმარი - ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი
24 ნოემბერი, 2022

იყავი საქართველოს სტუმარი - ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა.

ვიდეორგოლში წარმოდგენილია რას ნიშნავს სტუმარი ქართველებისთვის, მასში ამავდროულად გადმოსცემულია როგორ შეუძლია საქრთველოს სტუმარს მოიაროს საქართველო კავკასიონიდან შავი ზღვის სანაპიროებამდე, გაიცნოს უძველესი ქალაქების ისტორია და ეზიაროს თანამედროვე კულტურას.

"ჩვენი იდეა ეფუძნება ნამდვილ, ბუნებრივ და თბილ საქართველოს და მის მთავარ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრების დახვედრის უნიკალურ კულტურას", - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

business-partner.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.