ვასიკო კალანდაძე, 2 შვილის მამა, პროფესიით იურისტი კაცია, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით მივიწყებული დარგი აღადგინა და გურჯაანში მუხის კასრების მწარმოებელი საწარმო შექმნა.
ბატონო ვასიკომ დიდი ხნის წინ გაიგო რომ გურჯაანში არსებობდა მიტოვებული მექანიკური ქარხანა, სადაც საბჭოთა დროს ამზადებდნენ მუხის კასრებს და ჩაფიქრებული ჰქონდა ძველი საწარმოს აღდგენა და მისი განახლება.
2013 წელს სატელივიზო რეკლამიდან შეიტყო შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ, შემოიკრიბა თანამოაზრეები და დაიწყო ის საქმე, რომელმაც, როგორ თვითონ აღნიშნავს ცხოვრებისადმი მეტი ინტერესი გაუჩინა. მისი განცხადებით მუხის კასრების წარმოება შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ეკონომიურადაც გეხმარება და სამსახურში მისვლა გიხარია.
სააქციო საზოგადოება „პროფესიონალი მეღინეობის პროდუქტებმა“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში შეღავათიანი სესხი 550 ათასი აშშ დოლარის ოდენობით 2013 წელს მიიღო.
ახალი კასრის წარმოებას შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე ვარ შეძლებდნენ (კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც აშენდა საწარმო) თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე ჰქონდათ გათვლა, მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ მისცა საშუალება რომ ახალი კასრები ეწარმოებინა.
ვასიკო კალანდაძე აღნიშნავს, რომ წელს პირველად გაიტანეს ქართული მუხის კასრი ექსპორტზე გერმანიაში და მომავალშიც გეგმავენ ამის გაკეთებას. საწარმოში მუშაობა სეზონურია, რადგან ღვინო როდესაც «დავარგდება» მაშინ სჭირდება კასრში დაძველება. სწორედ მაშინ იწყება გაყიდვების გაზრდაც შპს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტებისთვის“.
იგი სიამაყით ჰყვება,რომ მასთან დასაქმებულია 15 ადამიანი და აღნიშნავს რომ სანამ წარმოებას დაიწყებდნენ, სპეციალურად წავიდა ესპანეთში რათა ამ საქმის მცოდნე ადამიანი ჩამოეყვანა რათა ადგილობრივებისთვის ესწავლებინა ეს ხელობა. ესპანეთიდან ჩამოიყვანა გამოცდილი მუხის კასრების მწარმოებელი, შემოიკრიბა ახალგაზრდა 18-20 წლის ბიჭები და ასწავლე ეს საქმე. როგორც თვითონ აღნიშნავს დარგის განვითარებისთვის აცულიებელია ახალგაზრდების ჩართულობა და მეორეს მხრივ შანსი უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.
საწარმოში განხორციელებულია 630,000 აშშ დოლარის სრული ინვესტიცია, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 550,000 აშშ დოლარს. სამომავლოდ ბატონო ვასიკო აპირებს რომ კასრი რომელიც უკვე აღარ გამოიყენება ღვინის შესანახად, სხვადასხვა დიზაინის დეკორატიულ ავეჯად გადააკეთონ.
პროექტების მართვის სააგენტო
agrokavkaz.ge