სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ახალციხეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. 115 ნომრიანი სასტუმროს გახსნა 2023 წლის მაისში იგეგმება.
კოკაიას ინფორმაციით, ახალციხე Inn-ის მშენებლობაში ჯამში 10 მლნ-იანი ინვესტიცია ხორციელდება.
სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში. უახლოეს 1 თვეში Inn Group-ი სასტუმროებს ქუთაისსა და გორშიც ხნის.
business-partner.ge