ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Inn Group-ი ახალციხეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2023 წელს გახსნის
04 მაისი, 2022

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ი ახალციხეში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Inn Group-ის აღმასრულებელმა  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა,ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. 115 ნომრიანი სასტუმროს გახსნა 2023 წლის მაისში იგეგმება.

კოკაიას ინფორმაციით, ახალციხე Inn-ის  მშენებლობაში  ჯამში 10 მლნ-იანი ინვესტიცია  ხორციელდება. 

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის  პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში. უახლოეს 1 თვეში  Inn Group-ი  სასტუმროებს ქუთაისსა და გორშიც ხნის.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.