ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფორუმი "ინტერნეტ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ტურიზმში"
25 მაისი, 2017

2017 წლის 3 ივნისს 9:30 დან 18:00 საათამდე ქალაქ თბილისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ინოვაციების ქუჩა N7, ოქროყანა, თბილისი) საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით,  ტარდება პირველი ფორუმი თემაზე ინტერნეტ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ტურიზმში.

ფორუმი ხორციელდება პროექტ  „კახეთის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებითა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით“ ფარგლებში.

პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების წარმართვას საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.

მისი მიზანია ადგილზე ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის ისეთი თანამედროვე საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მარკეტინგული არხების გამოყენების სწავლება, როგორიცაა: booking.com, TripAdvisor, Airbnb.com; ელექტრონული გადახდის სისტემები PayPal  და ა.შ.

ფორუმზე განხილული იქნება ელექტრონული ტურიზმის განვითარების ტენდენციები, როგორც მსოფლიოს ასევე საქართველოს მასშტაბით, ასევე მიმოხილული იქნება კახეთის ტურიზმის პოტენციალი და მისი განვითარების მიმართულებები.

ელექტრონული ტურიზმის, მარკეტინგისა და კომერციის შესახებ ისაუბრებენ სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები,  ელექტრონული მარკეტინგისა და კომერციის სპეციალისტები და  სხვადასხვა ტურისტული აპლიკაციის შემქმნელები.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და BOOKING.COM-ის საქართველოს წარმომადგენლობა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.