ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, 2020 წელთან ზრდა 400%-ია
11 აგვისტო, 2021

2021 წლის ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 403%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 74%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ივლისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 26%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი - 35 045 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 91,3%
2 რუსეთი - 25 059 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 497,9%
3 უკრაინა - 24 485 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1932,0%
4 სომხეთი - 19 707 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 101,9%
5 ისრაელი - 17 554 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 70116,0%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 14 962 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 293,3%
7 საუდის არაბეთი - 12 894 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 12035,0%
8 ყაზახეთი - 9 546 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1684,3%
9 ბელარუსი - 9 422 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 993,0%
10 აზერბაიჯანი - 8 397 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 108,7%
11 ინდოეთი - 6 897 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 62600,0%
12 პოლონეთი - 5 713 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 17753,1%
13 უზბეკეთი - 3 430 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 151,3%
14 გერმანია - 2 960 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 3600,0%
15 აშშ - 2 754 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 2034,9%

2021 წლის ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $122.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ივლისის ტურისტული შემოსავლის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.