ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია – Madrid Fusión
24 იანვარი, 2024

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

„ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ტურისტული მიმართულება რომელიც მოგაჯადოებთ. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც  სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“.

საქართველო  Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს,   სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.