ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ
27 სექტემბერი, 2018

კერძო მესაკუთრეები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიას სამშენებლო მიზნით ვერ გამოიყენებენ, მიზეზი მარტივია - ტერიტორია რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს.

ქალაქის მერი ამბობს, რომ მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს. „დიღმის ტყე-პარკს თბილისისთვის სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. სამწუხაროა, რომ პარკში არსებული ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ტყე-პარკში, დაახლოებით, 47 მიწის ნაკვეთია გასხვისებული.

ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.