ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხულოში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30-35 სმ-ს აღწევს (ფოტორეპორტაჟი)
24 ნოემბერი, 2017

ამ დრომდე ინტენსიურად თოვს ხულოს მუნიციალიტეტში, თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 30-35 სმ აღწევს, ხოლო კურორტ გოდერძსა და გდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრამდეა.

გოდერის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის აკრძალულია. როგორც მუნიციპალიტეტის  მერიაში "აიპრესს" განუცხადეს ელექტრო გადამცემი ხაზების დაზიანების გამო დენი ამ დროისთვის მუნიციალიტეტში 700-მდე აბონენტს არ მიეწოდება. 

რაც შეხება გადაადგილებას, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით უამინდობას გადადგილების კუთხით მაღალმთიან აჭარაში პრობლემები არ შეუქმნია.

სადაც საჭიროება მოითხოვდა თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის საგზაო დეპარტამენტის 21 მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

 
 
 
 
 
 
 

ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.