ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"კიკეთის ფერმა" ფართოვდება
15 მარტი, 2024

კიკეთში მდებარე ახალი ტურისტული კომპლექსი ‘’კიკეთის ფერმა“  მასშტაბური განვითარების პროექტზე მუშაობს. განვითარების გეგმა გულისხმობს რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნას, რომელიც „კიკეთის ფერმის“ ტერიტორიას ეტაპობრივად დაემატება.

როგორც ტურისტული კომპლექსის კომუნიკაციების მენეჯერი ლიზა მეფარიშვილი  ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  მარტის ბოლოს გაიხსნება ორი სასტუმრო ნომერი ხეზე (Tree houses).  მაისიდან  კი დაემატება  სასტუმრო „იპოდრუმი“ (Hippodroom) თავლასთან ახლოს, უკვე არსებულ სასტუმროს ეთნოგრაფიულ ოდებში  დაემატება ახალი ნომრები.

გაფართოების გეგმა მოიზარებს შემდეგი ინფრასტრუქტურის დამატებასაც:  „იოგა სახლი“ პანორამული ხედებით, ლანდშაფტზე მორგებული პავილიონები და გალერეა. ზაფხულიდან ტერიტორიაზე დაგეგმილია რესტორნის გახსნაც.

პროექტი დასრულებულ სახეს დაახლოებით 3 წელიწადში მიიღებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ ევროს შეადგენს.

ლიზა მეფარიშვილის ინფორმაციით, არსებულ ობიექტზე, რომელიც  მოიცავს რამდენიმე მიმართულებას (მათ შორის, მარანს, თავლას, შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცეს, ვარდების სანერგე მეურნეობას, კაფეს, სხვადასხვა დანიშნულების სათბურებს, სპა ცენტრს და საზღვაო კონტეინერისგან შეკრულ სასტუმროს) სერვისებზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება.

მისი ინფორმაციით, მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან თანაბარ დონეზეა. ყველაზე მეტი აქტიურობა კი ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შეიმჩნევა.

ცნობისთვის, ‘’კიკეთის ფერმა“  10-მდე  ბიზნესს აერთიანებს. ტერიტორია, 10 ჰექტარზეა გაშლილი.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.