ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კოხტა-მიტარბზე სასტუმრო Rooms-ი 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება
17 იანვარი, 2018

კოხტა-მიტარბზე სასტუმრო Rooms-ი 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Adjara Group Hospitality-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს, ასნომრიანი სასტუმრო Rooms-ის მშენებლობა ამჟამად აქტიურ ფაზაშია. ხოლო სასტუმროს მშენებლობაში 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.  

კოხტა-მიტარბიზე სასტუმროს გახსნამდე, როგორც ცნობილია, Adjara Group Hospitality-ი სასტუმროს თბილისში, გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში გახსნის. სასტუმრო „სტამბის“ 45 ნომერი იანვრის ბოლოს სტუმრებს უკვე მიიღებს.

ვალერი ჩეხერიას თქმით, აღნიშნულ პროექტებთან ერთად Adjara Group Hospitality-იმ პარალელურ რეჟიმში კახეთის მიმართულებით ურბანულ განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო. კომპლექსი „უდაბნო“ კახეთში ამავე ტერიტორიაზე განთავსდება და მასში რესტორანი, სასტუმრო და სხვადასხვა მიმართულებით ფერმერული მეურნეობები შევა.

„პარალელურ რეჟიმში ჩვენ კახეთის ბრენდინგზე და ურბანულ გეგმარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვსურს იქ ფერმერული მეურნეობა განვავითაროთ, პროექტი 5 ეტაპისგან შედგება, რომელსაც დაახლოებით 4-დან 5-წლამდე პერიოდში დავასრულებთ. უფრო კონკრეტულად კი  ჩვენ ამჟამად კახეთში ნუშის ბაღებს ვაშენებთ და დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე ავითვისეთ, მთლიანობაში კი  3 000 ჰექტარამდე იქნება.

„კომპლექსი უდაბნოს ტერიტორიაზე ამავე სახელწოდებით განთავსდება და მასში რესტორანი, სასტუმრო და სხვადასხვა მიმართულებით ფერმერული მეურნეობები შევა. ასევე კახეთში გვექნება ჩვენი წარმოება და სასწავლებელი. Adjara Group Hospitality საერთაშორისო მაღალი დონის დიპლომს სოფლის მეურნეობების და სასტუმროების სფეროში გასცემს“, -  აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.