ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კულტურული მემკვიდრეობა: ბათუმში მომხდარი ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება
21 ნოემბერი, 2017

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცლებეს.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს ქ. ბათუმში ერთ-ერთი საკუმუნიკაციო არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას და აცხადებს რომ ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება. ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზაღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუსაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს. უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, გამოვლენილი ქვევრი მე - 11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის.

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ipress.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.