ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან – 7 დღე უფასო იქნება
29 აპრილი, 2022

საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს. 30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს. მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.