ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლანჩხუთში ახალი ტურისტული ლოკაციების მოწყობა სექტემბერში დასრულდება
04 მაისი, 2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 11 კილომეტრის ტერიტორიაზე  სხვადასხვა ტურისტული ლოკაციების მოწყობა იგეგმება. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოწყობითი სამუშაოები, რომლის შემდეგაც, მდინარე ფიჩორზე მოეწყობა თევზსაჭერი, საპარკინგე და საპიკნიკე ადგილები.

ასევე იგეგმება სველი წერტილების მშენებლობა. როგორც სარიშვილი აღნიშნავს, სამომავლოდ ამ ტერიტორიის მრავალმხრივი განვითარება იგეგმება.

აღნიშნული ტურისტული ლოკაციის მოწყობისთვის 1.6 მლნ ლარი იხარჯება.

მისივე განცხადებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი გრიგოლეთი-ყვავილნარის ზვისპირა ზოლის განაშენიანებასაც გეგმავს.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.