ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ლაშა პაპაშვილი: ქვეყნის ტურიზმს სამედიცინო, ჰოლისტიკური დატვირთვა უნდა შევძინოთ
20 აპრილი, 2023

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად, ნიშური მიმართულებები უნდა განავითაროს. განასაკუთრებით, სამედიცინო, ჰოლიტიკური ტურიზმის მიმართულებით.

ამასთან, მისივე თქმით, წელს ტურიზმის კუთხით მატებას ელოდებიან, თუმცა, არა მნიშვნელოვან ზრდას.

„შარშან, საშუალო კლასის ჩვენს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინში“ 45% იყო დატვირთულობა. წელს უფრო ოპტიმისტური დავგეგმეთ - 60%. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ზრდა, მაგრამ ზრდა იქნება. სამწუხაროდ, ფასების ნაწილში ვერ ვუმატებთ - 3%, 5% ან 7%-იანი მატება თუ იქნება - ამასაც ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ გაიზრდება. სამწუხაროდ, არ შემოდის მაღალმხარჯველი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვახერხებთ ქვეყანა ამას. უკეთესად რომ დავხვდეთ ჯობს. ნიშურად უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ უფრო მაღალბიუჯეტიანი ტურისტი მოვიდეს, სამედიცინო, ჰოლისტიკური - ასეთი დატვირთვები რომ მივცეთ ქვეყანას. თუშეთს აქვს პოტენციალი და უნდა შევზღუდოთ, რომ იქ ბევრი ტურისტები არ მივიღოთ“ - აცხადებს ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, რუსეთის როლი მაღალმხარჯველ ტურისტებში მცირეა - უკრაინის, ბელორუსის და რუსეთის მოქალაქები უფრო უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობენ, რამაც საცხოვრებელ სექტორზე ფასები გაზარდა. ხოლო მაღალმხარჯველი ევროპელი ტურისტები, ლაშა პაპაშვილის თქმით, ამერიკასა და აზიას ირჩევენ. თუმცა, თუკი საქართველო ნიშურ ტურისტულ პროდუქტებს შესთავაზებს, შესაძლოა, ტერიტორიული სიახლოვის გამო, სწორედ ეს მიმართულება აირჩიონ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.