ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ბაკურიანში გასამართ ჩემპიონატზე: ველოდებით, რომ საქართველოს ცნობადობა სამთო-სათხილამურო და ზამთრის სპორტში განსაკუთრებულად გაიზრდება
14 დეკემბერი, 2022

ასეთი დონის ღონიძიება სამთო-სათხილამურო სპორტში არა მხოლოდ პირველია ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პირველად რეგიონში, როდესაც საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ველოდებით უდიდეს აღიარებას ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს რა თქმა უნდა, გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის. მეორეს მხრივ, ველოდებით, რომ საქართველოს ცნობადობა სამთო-სათხილამურო და ზამთრის სპორტში განსაკუთრებულად გაიზრდება. ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა და ტარდება დღესაც ბაკურიანში იმისთვის, რომ ჩვენი ზამთრის კურორტი იყოს სრულიად ევროპული სტანდარტების შესაბამისი. მიმდინარე წელს ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ინფრასქტრუქტურული სამუშაოები. ავაშენეთ ტბის 2 უმსხვილესი რეზერვუარი, ასევე 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დავამონტაჟეთ. დაემატა ახალი საბაგირო. შეიქმნა ახალი სასრიალო ტრასები“, - განაცხადა ქვრივიშილმა.

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.