ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მერი: ბახმაროში წყლის ახალი სისტემის სამონტაჟო სამუშაოები წელს დაიწყება
01 თებერვალი, 2022

ბახმაროში წყლის ახალი სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, სავარაუდოდ, წელს დაიწყება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე აცხადებს, შესაბამისი მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უკვე დაწყებული აქვს.

„უკანონო მშენებლობების შემდეგ პირველი პრობლემა წყალია. ბახმაროში წყლის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში დგას. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ, ბახმაროს დაქსელვას. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და შემოთავაზება, თუ საიდან შეგვიძლია მიწისქვეშა მილით წყლის წამოყვანა. უმოკლეს ხანში ბახმაროელებს ახალ წყლის სისტემას შევთავაზებთ. ვფიქრობ, სამუშაოების ნაწილი წელსვე დაიწყება“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა.

ფოტო: Georgian Travel Guide
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.