ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„მესამე ტალღას არავინ შეარჩენს ამათ - ჩვენ რატო გვაბრალებენ, რატომ გვნახეს დაბალი ღობე?!“
16 აპრილი, 2021

ჯანდაცვის მინისტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის აზრით, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყარო რესტორნებია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში არის ყველაზე ნაკლებად დაცული მოთხოვნები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ პირობებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა. ამირან გამყრელიძე მინისტრის მოსაზრებას ეთანხმება და აცხადებს, რომ რესტორნები კორონავირუსის გავრცელების საკითხში ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერია“.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა განაცხადა, საქართველოში არცერთი შემთხვევა არ არის, არცერთი ადამიანი, მომსახურე პერსონალი არ არის დაინფიცირებული რესტორნიდან.

„პრობლემა გვაქვს ერთი - კომენდანტის საათი, ეს არის პირველი მტერი კოვიდის პირობებში. იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავს ფუტკრის სკას ან ჭიანჭველების ბუდეს, რადგან ადამიანები ერთი-მეორეზე გადადიან და ფაქტობრივად, თავზე აზიან ერთმანეთს. მივმართავ ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის მინისტრს და ვთხოვ, პიკის საათებში ჩავიდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში, მაინტერესებს როგორ იგრძნობენ თავს. ტრანსპორტი არის ბუდე და კიდევ ის ივენთები, რომელიც იმართება. ჩვენ რატო გვაბრალებენ, რატომ გვნახეს დაბალი ღობე?! ეს არის სექტორი, რომელიც თავისით შეიქმნა, გაიზარდა. მესამე ტალღას არავინ შეარჩენს ამათ. მე პირადად არ შევარჩენ ეპიდემიოლოგებს, თუ მოხდა ეგეთი რამე და მესამე ტალღაზე ჩაგვკეტეს,“-განაცხადა ბაღდოშვილმა.

BPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.