ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება წარმატებით გაიარა
21 იანვარი, 2022
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.
როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს.
 
ყველა ეტაპი, მესტიის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა.
სამოქალაქო ავიაციის მიერ სერტიფიცირება არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო.
 
საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მესტიის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.