ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მგზავრები: სასტუმროს გახსნა ამ სეზონზე არ გვიღირს
16 მარტი, 2021

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბაკურიანში არ გახსნილა. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, მიზეზი  შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და ზამთრის სეზონის დასრულებამდე მოკლე პერიოდია დარჩენილი. შესაბამისად, ადმინისტრაციას სასტუმროს გახსნა ფინანსური თვალსაზრისით არ უღირდა.

მანუსაჩიანის განცხადებით, ინვესტიცია ზამთრის პერიოდზე უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე კომპანია მიიღებდა.

„საჭირო იყო თანამშრომლების მოძიება, დატრენინგება და ასე შემდეგ. ამიტომ, ისეთ დროს გავიხსნებოდით, როდესაც ფაქტობრივად, სეზონი დასრულებული იქნებოდა. დაინტერესება არის, თუმცა, ისეთი არა, რომ გვემუშავა. სტანდარტულ სეზონთან შედარებით ნაკლები აქტივობაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ზაფხულისთვის მოვემზადოთ,“ - აცხადებს მანუსაჩიანი. მისივე განცხადებით, ყოველდღე და თვე სასტუმროსთვის ზარალიანია.

შეგახსენებთ,  25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები, საბაგიროები კი  8 მარტიდან გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწორედ ამ პერიოდიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

მანუსაჩიანი რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ პანდემიამ კგუფში შემავალ ყველა მიმართულებას(მათ შორის,სასტუმროს, დეველომენტს და რესტორანს)  3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.

სასტუმროს ადმინისტრაციას ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში ჰყავს გაშვებული.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.