ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მინის ვერანდა განსაკუთრებული ხედით და ცოცხალი მუსიკა ყოველ საღამოს - რა სიახლეებს გთავაზობთ რესტორანი „მარანი“
02 ოქტომბერი, 2018

კარგი გარემო, მომსახურება, კერძები, ხედი, გემოვნებიანი მუსიკა.... - სხვა რა უნდა გინდოდეს, როდესაც შემოდგომის გრილი საღამოს გასატარებლად ადგილს არჩევთ?! ამ ყველაფრის ერთ სივრცეში თავმყორა არც თუ ისე მარტივია, თუმცა რესტორანმა „მარანმა“ ეს ნამდვილად შეძლო და ქალაქის გულიც მოიგო.

გრიშაშვილის დაღმართზე, რამდენიმე თვის წინ გახსნილმა რესტორანმა თბილისსა და მის სტუმრებს თავი უკვე შეაყვარა და დაამახსოვრა.

„მარანის” დარბაზში საოცარი სიმყუდროვეა, რასაც  დახვეწილი ინტერიერი,  ყურადღებიანი მასპინძელი და  გემოვნებიანი მუსიკა ქმნის,  რომელიც ესადაგება სტუმრის ხასიათს და  განწყობას.  ჟანრობრივი შეზღუდვები არ არის.  როკი, პოპი, ჯაზი, ბლუზი, ელექტრონული  აქ ყველაფერს მოისმენ.

მუსიკალური მიმართულებით რესტორანში განსაკუთრებული საიხლეებია, რომელსაც ჩვენს მკითხველს, დიდი სიხარულით გაცნობებთ. ორშაბათს და ხუთშაბათს „მარანში“ პიანისტი გიგი ვანდერი უკრავს.

სამშაბათი-ოთხშაბათი DJ-ის საღამოები ეწყობა, ხოლო პარასკევს, შაბათს და კვირას სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიებები იგეგმება.

„მარანის“ ჯგუფი მუდმივად ცდილობს, რომ ყველა სეგმენტისა და მოთხოვნის სტუმრისთვის სასურველი ადგილი იყოს, სწორედ ამიტომ სთავაზობს მათ მრავალფეროვანი მუსიკის საღამოებს.

ეს ადგილი ყველა გემოვნების და ასაკის  სტუმარს ნამდვილად მონუსხავს,  რადგან აქ ყველაზე შთამბეჭდავი მოდერნის და სიძველის საოცარი შერწყმაა, თუმცა რესტორნის სავიზიტო ბარათი, მაინც  მისი აივნები და უშველებელი ვერანდაა, საიდანაც მთლიანად იშლება ძველი თბილისის საოცარი ხედები. აქედან ყველაზე ახლოს ხარ ძველი თბილისის დიდებულებასთან.

საოცარი ხედების მიუხედავად ვერანდაზე დასხდომა სტუმრებს სიცივის გამო „აშინებთ“, თუმცა არა „მარანში“. გრილი საღამოების მიუხედავად შეგიძლიათ ყველასთვის სასურველ ვერანდაზე მოკალათება, რადგან ვერანდა მინით დაიხურა, რომელიც ცხელ ამინდებში კვლავ ღია გახდება, თუმცა მანამდე შეგიძლიათ მინის მიღმა დასხდეთ და კვლავ დატკბეთ თბილისური ხედებით.  

გარემოზე ბევრი ვთქვით, თუმცა დროა მისი უდიდებულესობა კერძებზეც გადავიდეთ. მენიუში ბევრი უცხო და პიკანტური კერძია. მაროკოელი შეფ მზარეული ქართულ და ევროპულ კერძებს ისე ამზადებს, ისეთ ახალ არომატებს ქმნის, რომ აქედან მისი კერძებით მხოლოდ მონუსხულები მიდიან. 

ასე რომ, ნუ შეგაშინებთ შემოდგომის ცივი საღამოები, რადგან არსებობს რესტორანი „მარანი“, რომელიც ამინდის მიუხედავად ქმნის იმ მყუდრო გარემოს, რომელიც გჭირდებათ გასართობად ან დასასვენებლად. აქ უამრავ სიახლეს აღმოაჩენთ და თუ ჯერ არაა ეს ადგილი თქვენი საყვარელი სივრცე, მალე აუცილებლად გახდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.