ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9-11 აგვისტოს მატარებლები არ იმოძრავებენ
02 აგვისტო, 2022

9, 10 და 11 აგვისტოს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.

როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მიზეზი  მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია 249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდასა  და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კერძოდ 12 აგვისტოდან მოძრაობა საქართველოს რკინიგზაზე სრულად განახლდება.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.