ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მომავალ წელს ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება
27 სექტემბერი, 2018

თბილისის მერის თქმით, მომავალ წელს ვაკის პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა დასასვენებელი და გასართობი სივრცეების შექმნას, სავარჯიშო მოედნების მოწყობას. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება არსებული საპარკე ავეჯი და განათება მოეწყობა.

გარდა ამისა, ვაკის პარკში შენარჩუნებული იქნება სამაგიდო სივრცეები თამაშებისთვის და სრულად განახლდება შადრევანი და ამფითეატრი. „ვაკის პარკის რეაბილიტაცია მომდევნო წელს განხორციელდება, მას შემდეგ, რაც პროექტი გვექნება და ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. დედაქალაქში მოვაწესრიგებთ ყველა პარკს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. უნდა ვიზრუნოთ ასეთი სივრცეების შექმნაზე.

ვიცი, რომ გამგეობები თავიანთ რაიონებში სკვერების მოწყობის თვალსაზრისით, ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ. დღეს ქალაქს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.