მთაწმინდის პარკი სტუმრებს 14 იანვარს კალანდობის აღსანიშნად ეპატიჟება და გურული ახალი წლის გარემოს შეთავაზებას ჰპირდება.
შესაბამისად, თუ თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც ქალაქიდან გაუსვლელად სურს შეიგრძნოს ნამდვილი გურული ახალი წლის გარემო, დააგემოვნოს გურული ღვეზელები, თაფლი და ჯანჯუხები - მაშინ შეგიძლიათ მთაწმინდის პარკს 11:00 საათიდან ესტუმროთ.
მთაწმინდის პარკს თქვენთან დასახვედრად უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს, დაგახვედრებენ: გურულ პოლიფონიურ მუსიკას, შეძლებთ დაესწროთ არყის გამოხდის ტრადიციას და ადგილზევე დააგემოვნებთ თაფლის არაყს, რომლის დამზადებაც სწორედ გურულებისთვისაა დამახასიათებელი.
www.travelingeorgia.ge