ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მთაწმინდის პარკმა ჩაისა და თაფლის ფესტივალს უმასპინძლა
23 აპრილი, 2018

ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი, მთაწმინდის პარკში გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები.

ფესტივალში 20–ზე მეტი ადგილობრივი და იმპორიორი კომპანია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

„ფესტივალი აჩვენებს თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას,“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ფესტივალი ყოველ წლიურად მეტ მონაწილეს აერთიანებს და დარგის პოპულარიზაციას ახდენს. 

ფესტივალის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით გაიმართა, მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.