ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მტირალას ეროვნული პარკი World Travel
04 ნოემბერი, 2020

მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards- ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული – „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.

მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა, 24 სექტემბრამდე, ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.

World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული; ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვა.

მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში, ის ყველაზე ნალექიანი ადგილია, და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.