ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«მუშას ქვევრში განძი ეგონა,ამიტომ დაუყოვნებლივ გატეხა» - მუშებმა გათხრების შედეგად ნაპოვნი ქვევრი დააზიანეს
21 ნოემბერი, 2017

"ჩვენი სპეციალისტები რომ ყოფილიყვნენ გათხრების დროს ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა" - აცხადებს არქეოლოგი ამირან კახიძე. მისი განმარტებით ქვევრი განვითარებულ შუა საუკუნეებს ეკუთვნის. "დაახლოებით 11-13 საუკუნეების უნდა იყოს" - განუცხადა "აიპრესს" ამირან კახიძემ. 

"მუშას ქვევრში განძი ეგონა, ამიტომ დაუყოვნებლივ გატეხა, ისე რომ არც ზედამხედველს აცნობა და არც მერიას"-ამბობს ალექსანდრე ბაღათურია, იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც ბათუმში თამარის დასახლებაში წყალგაყვანობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი ექსკავატორით.შემთხვევის ადგილზე დღეს მერიის სამსახურების ხელმძღვანელები მივიდნენ. სამუშაოები შეჩერდა. ქვევრის ნარჩენები შესასწავლად არქეოლოგებმა წაიღეს. მოგვიანებით კი სპეციალისტების მიერ მიწიდან თიხის ჭურჭელს სრულად ამოიღებენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ფაქტის შესახებ შესაბამის ოქმს ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნის, შესწავლის შემდეგ განისაღვრება რა სახის სანქციები გატარდება იმ კომპანიისა და თანამშრომლების წინააღმდეგ ვინც ქვევრი დააზიანა.

ipress.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.